რა ღირს დოლარი კომერციულ ბანკებში

ეროვნული ბანკის მიერ, გუშინ დადგენილი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარის ღრებულება 2.8222 ლარია. რაც შეეხება Bloomberg-ს, 11:00 საათისთვის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარი 2.8147ლარად ივაჭრება.

კომერციულ ბანკებში, ამ დროისთვის დოლარის ღირებულება 2,7850-დან 2.9050 ლარამდე მერყეობს.

უფრო კონკრეტულად:

„საქართველოს ბანკში“ 1 ამერიკული დოლარის შეძენა მოქალაქეებს 2.8650 ლარად, მისი გაყიდვა კი 2.7650 ლარად შეეძლებათ.

„თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.8850 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 2.7650 ლარად.

„ხალიკ ბანკში“ 1 დოლარის ღირებულება 2.8450 ლარია, მის გაყიდვას კი მოქალაქეები 2.7950 ლარად შეძლებენ.

2.9050 ლარი ღირს ერთი დოლარი „პროკრედიტ ბანკში“, 2.8400 ლარი - „ტერაბანკში“, 2.8550 ლარი „ბაზისბანკში“ და ა.შ.

ნინი ქეთელაური