რომელია Top-10 კომპანია მსოფლიოში ყველაზე მაღალი საბაზრო ღირებულებით - 2024 წლის რეიტინგი

ისტორიული სავაჭრო საწარმოებიდან დაწყებული 21-ე საუკუნის ტექნიკური კორპორაციებით დამთავრებული, ამ სიაში შემავალ ბიზნესებს აქვთ ერთი საერთო: დიდი საბაზრო კაპიტალი, რომელიც ქვეყნის მშპ-ს აღემატება.

2023 წელს Apple -ს კაპიტალიზაციამ 3 ტრილიონი დოლარს გადააჭარბა და ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია გახდა. თუმცა, companiesmarketcap განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს, სადაც რეიტინგის სათავეში Microsoft-ია.

როგორც აღმოჩნდა, 1 ტრილიონს მსოფლიოში უამრავი მეგა კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია გასცდა და დღეს ისინი გლობალური ეკონომიკის “ამინდსაც ქმნიან.“

წარმოგიდგენთ რეიტინგს:

Microsoft - 3.151 ტრილიონი დოლარი

ტექნოლოგიურმა გიგანტმა, რომელიც ალბუკერკის ავტოფარეხში ბილ გეითსისა და პოლ ალენის მიერ ჯერ კიდევ 1975 წელს დაარსდა, მოახერხა და 2019 წლის აპრილის ბოლოს 1 ტრილიონი დოლარის ჯადოსნურ ნიშნულამდე აიწია. კომპანიის მომდევნო პიკი 2021 წლის ნოემბერში იყო, როდესაც მან 2.5 ტრილიონი დოლარის ღირებულებას მიაღწია.

NVIDIA- 3.011 ტრილიონი დოლარი

NVIDIA არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კომპიუტერული ჩიპების დეველოპერი. მისი გრაფიკული პროცესორები ფართოდ გამოიყენება თამაშებისთვის. კალიფორნიურმა კომპანიამ 2021 წლის ნოემბერში მისი ღირებულება გააორმაგა და 822 მილიარდ დოლარს მიაღწია.

Apple - 3.003 ტრილიონი დოლარი

Apple 2013-2016 წლებში მსოფლიოში ყველაზე ძვირად შეფასებული კომპანია იყო. 2018 წლის აგვისტოში, ის გახდა პირველი ამერიკული არასახელმწიფო ფირმა, რომლის საბაზრო ღირებულებამაც 1 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია. 2022 წლის იანვარში ტექნოლოგიური გიგანტის საბაზრო ღირებულება რეკორდულ 3 ტრილიონ დოლარამდე აიწია.

Alphabet(Google) - 2.177 ტრილიონი დოლარი

Google-ის მშობელი კომპანიის Alphabet-ის ღირებულებამ 2020 წლის იანვარში ტრილიონ დოლარს მიაღწია.

2021 წლის ნოემბერში, ბიზნესმა ფინანსური წარმატების პიკს მიაღწია - 1,98 ტრილიონი აშშ დოლარით, რაც დღევანდელი კურსით 2,2 ტრილიონი დოლარის ექვივალენტია.

Saudi Aramco - 1.840 ტრილიონი დოლარი

საუდის არაბეთის ეროვნული გაზისა და ნავთობის საწარმო გაცილებით მეტი ღირს, ვიდრე მისი მსგავსი კომპანიები ჩინეთში და სხვაგან.

კომპანიის შემოსავლების პირველი გამჟღავნების საფუძველზე, რომელიც დაფიქსირდა 2019 წლის აპრილში, Saudi Aramco შეფასდა, როგორც მსოფლიოში ყველაზე მომგებიანი ფირმა. კორპორაცია, ნედლი ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელია პლანეტაზე.

Amazon - 1.886 ტრილიონი დოლარი

1994 წელს ჯეფ ბეზოსის მიერ დაარსებული, ელექტრონული კომერციისა და ღრუბლოვანი გამოთვლების მხარდამჭერი კომპანია 2018 წლის სექტემბერში 1 ტრილიონი დოლარი ღირდა.

Meta (Facebook) - 1.255 ტრილიონი დოლარი

2004 წელს მარკ ცუკერბერგის მიერ ჰარვარდის საერთო საცხოვრებელ ოთახში დაარსებულმა Facebook-მა მსოფლიო დაიპყრო.

სოციალური მედიის გიგანტმა, რომელიც ახლა ცნობილია როგორ Meta, 2018 წელს 55,8 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოიპოვა და მისი შეფასება იმ წლის ივლისში 629 მილიარდი დოლარი იყო.

Berkshire Hathaway - 885.12 ტრილიონი დოლარი

Berkshire Hathaway ფლობს ცნობილი ბრენდების ასორტიმენტს და აქვს აქციები Kraft Heinz-ში, The Coca-Cola Company-სა და Bank of America-ში.

ნებრასკაში დაფუძნებული კონგლომერატი, რომელსაც სათავეში საინვესტიციო გენიოსი უორენ ბაფეტი უდგას, ცნობილია თავისი აქციების ყველაზე მაღალი ფასით ისტორიაში.

TSMC - 845.02 მილიარდი დოლარი

კომპანიის მილიარდერი დამფუძნებელი, ყოფილი თავმჯდომარე და ახლა პენსიაზე გასული მორის ჩანგი, Texas Instruments-ში 1987 წლიდან მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით, ბიზნესი გახდა პირველი კომპანია ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე.

Eli Lilly - 790.50 მილიარდი დოლარი

კომპანია 2023 წლის იანვარში 553.36 მლრდ დოლარი ღირდა, დღეის მდგომარეობით კი მისი კაპიტალიზაცია 790.50 მილიარდ დოლარამდეა გაზრდილი.

თეონა რამაზაშვილი