224 ათას ადამიანს საქართველოში 2 400 ლარზე მეტი აქვს ხელფასი - PMCG

2024 წლის აპრილში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს გაიზარდა. ამის შესახებ pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული.

კერძოდ, კვლევის თანახმად, 2024 წლის აპრილში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 4.8%-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 8.8%-ით არის გაზრდილი.

ამასთან, კვლევაში მოცემულია ინფორმაცია, იმ ადამიანთა რაოდენობის შესახებ, ვინც ოთხ სხვადასხვა სახელფასო კატეგორიაში იყო.

კერძოდ, როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2024 წლის 1-ელ კვარტალში, ყველაზე დაბალ - 599 ლარამდე სახელფასო კატეგორიაში მოხვდა 168 ათასი ადამიანი; 1200-2399 ლარამდე ხელფასს იღებდა - 314 ათასი პირი; 224 ათას ადამიანს ჰქონდა 600-1199 ლარამდე ხელფასი, ამდენივე - 224 ადამიანი კი ხელფასის სახით 2 400 ლარზე მეტს იღებდა.

xelfasebi-1717764928.jpg