1 ევროს ფასმა ჯიხურებში 3.08 ლარს მიაღწია - როგორ იყიდება დოლარი და ევრო?

ეროვნული ბანკის მიერ 7 ივნისს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.8247 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0767ლარია.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.

აღსანიშნავია, რომ სავალუტო ჯიხურებში ევროს ფასმა 3.08 ლარს მიაღწია. კერძოდ, მისი შეძენა მოქალაქეებს 3.075 – 3.080 ლარის ფარგლებში შეეძლებათ. რაც შეეძლება გაყიდვას, ჯიხურები 1 ევროს თქვენგან 3.050 – 3.060 ლარის ფარგლებში იყიდიან.

რაც შეეხება დოლარს, სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარს მოქალაქეები 2.84 ლარად იყიდიან, ხოლო მის გაყიდვას 2.82 ლარად შეძლებენ.