მდიდარი სელებრითები, რომლებიც წარმატების მიღწევამდე „ჩვეულებრივ“ სამსახურებში მუშაობდნენ

სანამ სასურველ გზას დაადგები, “რაღაცით უნდა დაიწყო“. ეს ფრაზა ამ შემთხვევაში სრული სიცხადით წარმოგვიდგენს, რამდენად მნიშვნელოვანია მოქმედება, თუნდაც ის ისეთი “ჩვეულებრივი“ სამსახური იყოს, როგორიც მიმტანად მუშაობა, ან კონსულტანტობაა.

ჰოლივუდის ვარსკვლავებიც კი და სხვა ცნობილი სახეები, რომლებიც დღეს მილიონებს ან მილიარდებს ფლობენ, ფინანსური წარმატების მიღწევამდე თავის გატანას რიგითი სამუშაოს შესრულებით ცდილობდნენ.

შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი.

წარმოგიდგენთ ვარსკვალებს, რომელთა “ამერიკული ოცნებაც“ ახდა:

ჯორჯ კლუნი

ჯორჯ კლუნის სამსახიობო კარიერამდე ფეხსაცმლის გამყიდვლად, დაზღვევის ოფიცრად მუშაობდა. შემდეგ თაროებსაც ამზადებდა. კლუნი 2018 წლის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მსახიობი იყო, რომელმაც 239 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ქანიე უესტი

ქანიე უესტი სანამ ცნობილი რეპერი გახდებოდა, Gap-ში, მომხმარებელთა მომსახურების წარმომადგენლად მუშაობდა. დღეს უესტი შეფასებულია 1,3 მილიარდ დოლარად. მან 2020 წელს 170 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა და მეორე ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ცნობილი ადამიანია.

მადონა

სანამ პოპულარობას მოიპოვებდა, მადონა Dunkin' Donuts-ში მუშაობდა. მისი წმინდა ქონება 2020 წელს 550 მილიონი აშშ დოლარი იყო.

ტომ კრუზი

ახალგაზრდობაში ტომ კრუზი სასტუმროში ბელბოი იყო. მსახიობობამდე ის სერიოზულად ფიქრობდა კათოლიკე მღვდელი გამხდარიყო. მხოლოდ 2014 წელს კრუზმა 43 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა.

ჯულია რობერტსი

ჯულია რობერტსი მაღალშემოსავლიანი ცნობილი მსახიობია, რომელიც ოდესღაც ნაყინის გამყიდვლად მუშაობდა. მხოლოდ ფილმიდან "Pretty Woman", მან 2012 წელს 16 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

ჯენიფერ ენისტონი

ჯენიფერ ენისტონმა განაცხადა, რომ მისი ყველაზე რთული სამუშაო იყო 19 წლის ასაკში ველოსიპედების გაყიდვების მესინჯერად მუშაობა. ანისტონმა 2014 წელს გამოიმუშავა 31 მილიონი აშშ დოლარი და იყო 77-ე ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე ცნობილი სახე იმ წელს.

ჯიმ ქერი

ჯიმ კერიმ ჯერ კიდევ მოზარდობისას მიატოვა სკოლა, რომ ოჯახის სარჩენად დამლაგებლად ემუშავა. ის ყოველთვის გამოირჩეოდა მიზანდასახულობით და საოცარი იუმორისტული ნიჭით, რამაც სამსახიობო კარიერის გზა გაუხსნა. გავრცელებული ინფორმაციით ჯიმ ქერი დღეს 20 მილიონ აშშ დოლარს ფლობს.

ნიკოლ კიდმანი

ნიკოლ კიდმანი წარმატებულ კარიერამდე მასაჟის სპეციალისტი იყო და საკმაოდ კარგადაც გამოიმუშავებდა. დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ანაზრაურებადი მსახიობია ჰოლივუდში. თითოეული როლიდან, კიდმანი დაახლოებით 5-6 მლნ დოლარს გამოიმუშავებდა.

ბიონსე

ბიონსე ბავშვობაში დედის თმის სალონში მუშაობდა და არც სალონში არსებული წვრილ-წვრილი სამუშაოების შესრულება ეთაკილებოდა. დღეს კი მომღერალი მსოფლიოს გამორჩეული ვარსკვლავია, ხოლო მისი მეუღლე მილიარდერი.

ილონ მასკი

SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი ელონ მასკი წარმატებამდე საათში 18 აშშ დოლარად მუშაობდა და ერთ-ერთ ფერმას ასუფთავებდა.

მასკი ახლა 147 მილიარდი დოლარის მფლობელია, რაც მას მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად აქცევს.

წყარო: msn.com

თეონა რამაზაშვილი