SEO სპეციალისტი, ვიდეო კონტენტ-კრეატორი - კიდევ რომელია მსოფლიოში საუკეთესო სამსახურები ფრილანსერებისთვის

საოფისე სამუშაოები შესაძლოა, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას ზრუნველყოფდეს, თუმცა შრომის ბაზარი მუდმივად იცვლება და სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს თავისუფალ სამუშაო გარემოს, რომელსაც თავად დაარეგულირებს.

ფრილანსერებს მეტი კონტროლი აქვთ საკუთარ დროზე, რესურსებსა და ამასთან, შეუძლიათ ერთდროულად სხვადასხვა ბაზარზე და კომპანიაში მუშაობა.

დღეის მდგომარეობით ფრილანსერებისთვის შემდეგ სამუშაოებია ყველაზე მომგებიანი:

აპლიკაციის დეველოპერი

მობილური აპლიკაციების შემუშავება შეიძლება იყოს კარგად ანაზღაურებადი. ანდროიდის ან iOS დეველოპერს შეიძლება სთხოვონ სხვადასხვა მობილური აპლიკაციის დიზაინის შექმნა ან პრობლემების მოგვარება.

თქვენ ნამდვილად არ გჭირდებათ დიდი ოფისი და მრავალმილიონიანი აღჭურვილობა ამ სამუშაოს შესასრულებლად. სინამდვილეში, ეს შეიძლება გაკეთდეს მსოფლიოს თითქმის ნებისმიერი ადგილიდან, თუ თქვენ გაქვთ ინტერნეტი.

თავისუფალი მწერალი

მწერლის თავისუფალი სამუშაო შეიძლება მოიცავდეს ბევრ როლს: საავტორო წერიდან დაწყებული, კონტენტ მარკეტინგით დასრულებული.

თავისუფალ მწერლებს შეუძლიათ შექმნან პრესრელიზები ან დაწერონ სრული საგამოძიებო ანგარიშები. მწერლები დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადები არიან მსხვილ კომპანიებში.

ვიდეო კონტენტ-კრეატორი

სარეკლამო ვიდეოს შემქმნელები დღევანდელ მედია ლანდშაფტში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

იმოგზაურეთ სხვადასხვა ადგილას და გადაიღეთ სარეკლამო მასალა ბრენდებისა და კომპანიებისთვის. ამაში დაფინანსებას, ანაზღაურებას და სოციალური მედიისთვის საუკეთესო კადრებსაც მოიპოვებთ.

ვიდეოს გადაღება შეიძლება მოიცავდეს ბევრ რამეს, მაგალითად ინტერვიუების ჩაწერა. კონცერტები, წითელი ხალიჩის ღონისძიებები და უამრავიკ სხვა რამ.

ელფოსტის მარკეტერი

ეს სამუშაო მოიცავს სარეკლამო კამპანიების/ტექსტების შემუშავებას, რომლებიც ეგზავნება ელექტრონული ფოსტით გარკვეული კომპანიის ან კლიენტის კონტაქტებს.

გრაფიკული დიზაინერი

გრაფიკული დიზაინი მნიშვნელოვანი სამუშაოა, რომელსაც მოითხოვენ კომპანიები მთელს მსოფლიოში.

წარმატებული კარიერისთვის გრაფიკულ დიზაინში კარგი გამოცდილება დაგჭირდებათ. თუმცა ნამდვილად ღირს, კარგ ანაზღაურებასთან ერთად, გრაფიკულ დიზაინერებს უამრავი შეკვეთა და კომფორტული გარემოც აქვთ.

ხმის მსახიობი

ხმის მსახიობები დაქირავებულნი არიან სხვადასხვა ინდუსტრიაში.

კომერციული შემქმნელები, სატელევიზიო შოუს გამშვებები, რადიო პროდიუსერები, საცალო ვაჭრობის მენეჯერები და ტექნიკური კომპანიები ყველა ქირაობს თავისუფალი ხმის მსახიობებს.

თუ თქვენ გაქვთ შესაბამისი ხმა, დაფიქრდით ამაზე.

თარჯიმანი

თარჯიმნები ხშირად მუშაობენ დისტანციურად და შეიძლება ერთდროულად რამდენიმე კომპანიაშ ძალიან წარმატებულებიც იყვნენ.

ელექტრონული წიგნის გამომცემელი

ელექტრონული წიგნების ბაზარი დიდია არა მხოლოდ მკითხველებისთვის, არამედ მწერლებისთვისაც. ელექტრონული წიგნების გამომცემლად გახდომა შეიძლება იყოს ამ საინტერესო ბაზრის კაპიტალიზაციის გასაღები.

თქვენ უნდა იყოთ ჭკვიანი მარკეტერი და საკმაოდ ტექნიკური საზრიანი, რომ გახდეთ თავისუფალი ელექტრონული წიგნების გამომცემელი.

SEO სპეციალისტი

SEO ნიშნავს საძიებო სისტემის ოპტიმიზაციას, რომელიც Google-ის მწვერვალზე მოგახვედრებთ. თავისუფალი სპეციალისტი არის ადამიანი, რომელიც ბევრს შრომობს იმისათვის, რომ თქვენი ვებსაიტი საძიებო სისტემებში მაღალი რანგის იყოს.

თანამედროვე SEO სპეციალისტებზე დღეს მსოფლიოში წარმოუდგენელი მოთხოვნაა და ანაზღაურებაც შესაბამისი.

წყარო: msn.com

თეონა რამაზაშვილი