უკრაინის ყველაზე დიდი კაშხალი რუსეთის დარტყმის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაშია

უკრაინის ყველაზე დიდი ჰიდროელექტრო კაშხალი - დნიპროს ჰიდროელექტროსადგური, „კრიტიკულ მდგომარეობაშია“ მიზეზი რუსეთის სამხედრო ძალების მიერ მიტანილი იერიშებია - ამის შესახებ ოფიციალური პირები მედიასთან აცხადებენ, ინფორმაციას CNN ავრცელებ.

ზაპორიჟჟიის ოლქის ხელმძღვანელმა ივან ფედოროვმა განაცხადა, რომ ელექტროსადგური ელექტროენერგიას ვეღარ აწარმოებს. ქარხნის ირგვლივ მოძრაობა მთლიანად გადაკეტილია, რის გამოც მოსახლეობა იძულებულია გადაადგილებისთვის ხიდები გამოიყენოს.

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, რუსეთი სამიზნედ უკრაინის მთავარ ენერგეტიკულ ობიექტებს იღებს, რამაც "ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი დეფიციტი"გამოიწვია. ექვსი მასიური თავდასხმის შემდეგ რამდენიმე რეგიონში, მათ შორის ზაპორიჟჟიაში, დნიპროპეტროვსკში, დონეცკში, კიროვოჰრადსა და ივანო-ფრანკოვსკში საავარიო გამორთვა გახდა საჭირო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს თავდასხმები პასუხია უკრაინის მცდელობის საპასუხოდ - დაეზიანებინა რუსეთის ენერგეტიკული და სატრანსპორტო ობიექტები.

მაისში რუსეთმა მოულოდნელი შეტევა დაიწყო ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვზე, ისარგებლა უკრაინის იარაღისა და ცოცხალი ძალის დეფიციტით.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სინგაპურში გამართულ სამიტზე გამოსვლისას მოუწოდა აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნებს შეუერთდნენ მომავალ სამშვიდობო სამიტს. მან მადლობა გადაუხადა აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, რომელმაც უკრაინას ნება დართო, გამოიყენოს ამერიკული საბრძოლო მასალები რუსეთის ტერიტორიაზე შეზღუდული თავდასხმებისთვის, მაგრამ თქვა, რომ მეტი მხარდაჭერაა საჭირო.

ცნობისთვის, გასულ წელს სამხრეთ უკრაინაში მდებარე ნოვა კახოვკას კაშხალი, რომელიც რუსეთის კონტროლის ქვეშ იყო, ჩამოინგრა. ნგრევის მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ კაშხლის შიგნით ადეთქება ყველაზე ლოგიკური შეიძლება იყოს.

თორნიკე მაისაშვილი