ნიდერლანდები უკრაინისთვის ჯავშანტექნიკის დასამზადებლად 400 მილიონ ევროს დახარჯავს

ნიდერლანდები უკრაინისთვის, ჯავშანტექნიკის დასამზადებლად, 400 მილიონ ევროს (436 მილიონი აშშ დოლარი) დახარჯავს - ეს სიახლე ჰოლანდიურმა მედიამ 7 ივნისს გაავრცელა.

თანხა ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანების წარმოებისთვის შვედურ ფონდში გადაირიცხება. მოხსენებაში არ არის ნათქვამი ზუსტად რომელი ტიპის ჯავშანტექნიკაზეა საუბარი, მაგრამ ეს შეიძლება CV90 იყოს. CV90 ცნობილია, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ქვეითი საბრძოლო მანქანა.

გასულ წელს, უკრაინა და შვედეთი შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებდნენ CV90-ის შესაქმნელად. შვედეთმა უკრაინას სხვა მოწინავე სამხედრო აღჭურვილობაც მისცა, როგორიცაა Archer თვითმავალი ჰაუბიცა და Pansarbandvagn 302 მანქანები.

გარდა ამისა, ნიდერლანდები უკრაინაში F-16 საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნას შემოდგომაზე დაიწყებს. ეს მოჰყვება დანიას, რომელიც ამ ზაფხულს დაიწყებს თავისი F-16 თვითმფრინავების გაგზავნას. ამის შესახებ ინფორმაცია მაისში ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაჯსა ოლონგრენმა გაავრცელა.

მაისის ბოლოს, ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰანკე ბრუინს სლოტმა განაცხადა, რომ უკრაინას ჰოლანდიური F-16 თვითმფრინავების გამოყენება თავისუფლად შეუძლია თავის დასაცავად, თუნდაც ეს გულისხმობდეს სამიზნეების დარტყმას რუსეთის შიგნით.

თორნიკე მაისაშვილი