როგორ აქცია მარკ კუბანმა დასაქმებულთა 91% მილიონერად

მარკ კუბანი ბიზნესის გაყიდვის შედეგად მიღებულ მოგებას თანამშრომლებსაც უზიარებს. როდესაც მარკ კუბანი ყიდის ბიზნესს, ის ყოველთვის ცდილობს, რომ ფულის ნაწილი თავის თანამშრომლებსაც გაუზიაროს. სოციალურ მედიაში კუბანმა თქვა, რომ პრემიებს აძლევს თანამშრომლებს, რომლებიც კომპანიაში ერთ წელზე მეტია მუშაობენ. მაგალითად, როდესაც მან Broadcast.com Yahoo-ს 5,7 მილიარდ დოლარად მიჰყიდა (1999 წელს), 330 თანამშრომლიდან 300 მილიონერი გახდა.

კუბანმა ეს პრაქტიკა 1990 წელს დაიწყო, როდესაც თავისი პირველი კომპანია MicroSolutions 6 მილიონ დოლარად გაყიდა. მან გასაყიდი ფასის 20 პროცენტი აიღო და 80 თანამშრომლებს გადასცა, რის შედეგადაც თითოეულმა თანამშრომელმა დაახლოებით $15,000 მიიღო.

მან იგივე გააკეთა, როდესაც, 2019 წელს, თავისი აქციები HDNet-ში გაყიდა (ახლანდელი AXS TV) და NBA- Dallas Mavericks-შიც გასულ წელს.

კუბანის პირველი დიდი წარმატება MicroSolutions იყო. კომპანია კინაღამ გაკოტრდა, როდესაც მისმა მდივანმა კომპანიისგან $82,000 მოიპარა. მაგრამ კუბანმა ბევრი იშრომა, სიტუაცია გამოასწორა და კომპანია ხუთი წლის შემდეგ გაყიდა, რამაც ის მილიონერი გახადა.

1995 წელს კუბანმა ინვესტიცია AudioNet-ში (იგივეა რაც Broadcast.com) მაშინ განახორციელა, როდესაც ბევრს ეგონა, რომ ინტერნეტში აუდიოს ნაკადის იდეა სულელური იყო. კუბანმა მიჰყიდა Broadcast.com Yahoo-ს, სანაცვლოდ კი Yahoo-ს უამრავი აქცია მიიღო. შემდეგ, სწრაფად გაყიდა აქციები, რადგან ფიქრობდა, რომ ბაზარი გადაჭარბებული იყო. მალევე, საფონდო ბირჟა დაეცა და Yahoo-ს აქციების ფასი დაეცა.

კუბანმა მავერიკსი 2000 წელს 285 მილიონ დოლარად ფასზე მოლაპარაკების გარეშე იყიდა. მან თქვა, რომ ეს ოცნება ახდა, ამიტომ ფასზე მაშინვე დათანხმდა.

Forbes-ის მონაცემებით, კუბანის ქონება ახლა 5,4 მილიარდ დოლარს შეადგენს.

წყარო: CNBC

თორნიკე მაისაშვილი