მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასი ეცემა

ნავთობის გლობალურ ბაზრებზე ფასებმა კლება განიცადა - ამის შესახებ ICE Brent ისა და NYMEX-ის განცხადებაშია საუბარი.

ლონდონის ICE (InterContinental Exchange Futures) Brent-ზე ნავთობის ფასი 0,25 დოლარით დაეცა და 79,62 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ნედლი ნავთობის ფასი NYMEX-ზე (ნიუ-იორკის სავაჭრო ბირჟაზე) 0,02 დოლარით შემცირდა და ბოლო მონაცემებით, 75,53 აშშ დოლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ ნავთობის ფასი მაისშიც შემცირდა. კერძოდ, ფასმა თვიურად 7.1%-ით დაიკლო და ბარელზე $81.6 შეადგინა, როგორც მოსალოდნელი იყო, კლების ტენდენცია ივნისშიც გრძელდება.

თორნიკე მაისაშვილი