წელს დაახლოებით 5-დან 1 მართვის მოწმობა 17 წლის პირზე გაიცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში 6 307 მართვის მოწმობა გაიცა, საიდანაც უმრავლესობა (19.84 პროცენტს) 17 წლის მოქალაქეებზეა გაცემული. კერძოდ, მათი რაოდენობა 1251-ს უტოლდება.

ასევე შსს-ს მონაცემებით, იმ პირთა მთლიან რაოდენობას შორის, რომელთაც მართვის მოწმობის აღება მოახერხეს, 839 ადამიანი (13.3 პროცენტი) 18 წლის, ხოლო 10 პირი 16 წლის იყო. ამ მიმართულებით, განსაკუთრებით თბილისში მაცხოვრებელი ახალგაზრდები აქტიურობენ. მათი რაოდენობა 576-ს შეადგენს.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მართვის მოწმობის მიმღებთა შორის, 32 პირის ასაკი 60 წელს აღემატებოდა. ყველაზე ასაკოვნები კი 67 წლის საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, რომელთა რაოდენობაც 4-ს შეადგენს.

საერთო ჯამში, გაცემული მართვის მოწმობების რაოდენობა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ასეთია:

  • თბილისი - 1915;
  • იმერეთი - 995;
  • აჭარა - 903;
  • ქვემო ქართლი - 714;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 551;
  • კახეთი - 381;
  • შიდა ქართლი - 376;გურია - 159;
  • სამცხე ჯავახეთი - 134;
  • მცხეთა - მთიანეთი - 127;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 50
თორნიკე მაისაშვილი