თურქეთიდან ცოცხალი ქათმის იმპორტმა 1.017 მლნ დოლარი შეადგინა - სად ვყიდით და ვყიდულობთ

საქართველოში ცოცხალი ქათმის იმპორტი 5.8%-ით გაიზარდა. გასული წლის იანვარ-აპრილში თუ 1.638 მლნ დოლარის 138 ტონა ცოცხალი ქათამი ვიყიდეთ, წელს შეძენილი ქათმის ღირებულებამ 1.733 მლნ დოლარი (117 ტონა) შეადგინა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წლის იანვარ-აპრილში ცოცხალი ქათმის ძირითადი იმპორტიორი თურქეთი იყო. მისი წილი აღნიშნული პროდუქტის იმპორტში 62%-ს შეადგენდა. კერძოდ, ამავე პერიოდში, იმპორტიორი ქვეყნები ასე გამოიყურება:

  • თურქეთი - 1 016 930 დოლარი (102 ტონა)
  • ბელგია - 392 900 დოლარი (12.29 ტონა)
  • უნგრეთი - 180 730 დოლარის (1.08 ტონა)
  • საფრანგეთი - 142 360 დოლარი (0.87 ტონა)

იმპორტისგან განსხვავებით, 11.7%-ით არის შემცირებული ცოცხალი ქათმის ადგილობრივი ექსპორტი. გასული წლის იანვარ-აპრილში ექსპორტირებულია 2,283 მლნ დოლარის 199 ტონა, ხოლო მიმდინარე წლის იმავე პერიოდში 2,017 მლნ დოლარის 137 ტონა.

რაც შეეხება ქვეყნებს, ადგილობრივი საექსპორტო ბაზრები საქართველოსთვის ასე გადანაწილდა:

  • სომხეთი - 1 134 290 დოლარი (66.9 ტონა)
  • აზერბაიჯანი - 882 620 დოლარი (70.48 ტონა)
მერი ტაბატაძე