გერმანია, ჩინეთი, ბელგია - კიდევ სად ყიდულობს საქართველო გაყინულ რვაფეხას

2024 წლის იანვარ-აპრილში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში გაყინული რვაფეხას იმპორტი 23%-ით შემცირდა. გასულ წელს იმპორტირებულია 72 760 დოლარის გაყინული რვაფეხა, ხოლო მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში 56 000 დოლარის.

აღსანიშნავია ისიც, რომ თუ გასულ წელს 1 კგ გაყინული რვაფეხას საიმპორტო ფასი 8 დოლარი იყო, წელს ფასმა 7.9 დოლარი შეადგინა. მონაცემები აჩვენებს, რომ საიმპორტო ფასი მცირედით, 1.25%-ით შემცირდა.

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში გაყინული რვაფეხას იმპორტიორები ასე გამოიყურება:

  • გერმანია - 19 100 დოლარი
  • ჩინეთი - 16 370 დოლარი
  • ბელგია - 13 890 დოლარი
  • ნიდერლანდები - 6 320 დოლარი
  • საფრანგეთი - 320 დოლარი

აღსანიშნავია ისიც, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოდან გაყინული რვაფეხას ექსპორტი (რეექსპორტის ჩათვლით) არ განხორციელებულა.

მერი ტაბატაძე