პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ 2023 წლის მოხსენებაში საუბარია ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების ინსპექტირებისა და აღმოჩენილი დარღვევების შესახებ.
ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა 30 კომპანიაზე, აღებული 162 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 17 კომპანიის 58 ნიმუშში.
„ასევე განხორციელდა 690 საინსპექციო კონტროლი, 80 კომპანიაში აღებული 1700 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 18 კომპანიის 34 ნიმუშში. სსიპ − ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიების მიერ შემოწმებულ 66 კომპანიაში აღებული 471 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 14 კომპანიის 16 ნიმუშში“, - აღნიშნულია ირაკლი კობახიძის ანგარიშში.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტის წინაშე მოხსენებით 28 ივნისს წარდგება.