პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ანგარიშის თანახმად, გასული წლის სექტემბრიდან თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში გზებზე ავტომობილების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი დაიწყო.
ანგარიშიდან ირკვევა, რომ რეგულაციების გამკაცრებიდან მიმდინარე წლის მაისის ბოლომდე სულ გამონაბოლქვის ნორმებთან შეუსაბამობის გამო, 5162 ავტოტრანსპორტის მფლობელი დაჯარიმდა.
„2023 წლის სექტემბრიდან დაიწყო ავტომობილების ხილული გამონაბოლქვის გზაზე კონტროლი 4 ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი). გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისათვის დღემდე 5162 ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი დაჯარიმდა. ავტომობილებიდან კატალიზატორების ამოღების მავნე პრაქტიკასთან საბრძოლველად 3 წლით აიკრძალა კატალიზატორების ექსპორტი“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.