რამდენიმე ტექნიკურ მეწარმეს, მათ შორის მარკ ცუკერბერგს და ჯეფ ბეზოსს ოთხი წელი დასჭირდათ, რომ მილიარდერები გამხდარიყვნენ.
Binance-ის თანადამფუძნებელი, ჩანგპენგ ჟაო მილიარდერი მხოლოდ შვიდ თვეში გახდა. Priceline.com-ის დამფუძნებელმა ჯეი უოკერმა კი მილიარდერის სტატუსი ერთ წელიწადში მოიპოვა.
საინტერესოა, რა ფაქტორები განსაზღვრავს ასეთ ფინანსურ წარმატებას?
EvenBet Gaming-ის მიერ ჩატარებულმა ბოლო კვლევამ გამოავლინა მილიარდერები, რომლებმაც თავიანთი სიმდიდრე ყველაზე სწრაფად დააგროვეს.
კვლევის მიხედვით, მოკლე დროში ასეთი ფინანსების მოპოვების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი განათლების სწორად მიღება და გადაწყვეტილებების დროულად განხორციელებაა.
წარმოგიდგენთ მილიარდერების ტოპ-10-ეულს, რომლებიც ყველაზე სწრაფად გამდიდრდნენ:
ჩანგპენგ ჟაო
სიის სათავეში Binance-ის თანადამფუძნებელი ჩანგპენგ ჟაოა, რომელიც მილიარდერი მხოლოდ შვიდ თვეში გახდა. ჟაოს ამჟამინდელი წმინდა ქონება არის 33 მილიარდი დოლარი და მას აქვს კომპიუტერის მეცნიერების ხარისხი მონრეალის მაკგილის უნივერსიტეტიდან.
ჯეი უოკერი
მეორე ადგილზეა Priceline.com-ის დამფუძნებელი ჯეი უოკერი, რომელმაც მილიარდერის სტატუსს ერთ წელიწადში მიაღწია. მიუხედავად მისი თავდაპირველი წარმატებისა, უოლკერი აღარ არის Forbes-ის სიაში, ამიტომაც არ არის ინფორმაცია მისი ამჟამინდელი წმინდა ქონების შესახებ. ის მილიარდერი გახდა 45 წლის ასაკში და აქვს ბაკალავრის დიპლომი კორნელის უნივერსიტეტის ინდუსტრიულ ურთიერთობებში.
გარი ვინნიკი
მესამე ადგილზეა გარი ვინნიკი Global Crossing-დან. მას მილიარდერად გახდომას 1,5 წელი დასჭირდა.
ერიკ ლეფკოვსკი
ერიკ ლეფკოვსკიმ, Groupon-ის თანადამფუძნებელმა, თავისი პირველი მილიარდი 2,5 წლის განმავლობაში გამოიმუშავა და მეოთხე ადგილი დაიკავა. ლეფკოვსკის აქვს დაცული სამართლის დოქტორის ხარისხი მიჩიგანის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში და მისი ქონება 3,8 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
ევან შპიგელი
Snapchat-ის შემქმნელმა ევან შპიგელმა, თავისი პირველი მილიარდი სამი წლის განმავლობაში, 24 წლის ასაკში გამოიმუშავა. შპიგელის წმინდა ქონება ამჟამად 2,8 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ჩენგ ვეი
ჩენგ ვეის ასევე სამი წელი დასჭირდა, რომ მილიარდერი 32 წლის ასაკში გამხდარიყო. მისი კომპანიის ბოლო შემოსავალი იყო 19 მილიარდ დოლარზე მეტი, ხოლო ჩენგის წმინდა ქონება არის 1,2 მილიარდი დოლარი. ჩენგ ვეიმ პეკინის უნივერსიტეტი დაამთავრა ქიმიური ტექნოლოგიების განხრით.
პიერ ომიდიარი
eBay-ის დამფუძნებელი პიერ ომიდიარი სამ წელიწადში, 31 წლის ასაკში გახდა მილიარდერი. ომიდიარმა დაამთავრა კალიფორნიის უნივერსიტეტი კომპიუტერული მეცნიერების სპეციალობით და მისი ქონება 6,4 მილიარდი დოლარია.
ჯეფ ბეზოსი
Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი მერვეა და მილიარდერის სტატუსს 4 წელიწადში, 35 წლის ასაკში მიაღწია. ბეზოსის ქონება, რომელსაც აქვს პრინსტონიდან ელექტროინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერების ხარისხი, აღემატება 203,8 მილიარდ დოლარს.
მარკ ცუკერბერგი
მარკ ცუკერბერგს ასევე ოთხი წელი დასჭირდა თავისი პირველი მილიარდის მოსაპოვებლად.
24 წლის ასაკში ის იყო სიაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი და სწავლობდა ფსიქოლოგიასა და კომპიუტერულ მეცნიერებას ჰარვარდის უნივერსიტეტში. ცუკერბერგის ამჟამინდელი წმინდა ქონება 179,4 მილიარდი დოლარია.
კოლინ ჰუანგი
სიას ხურავს კოლინ ჰუანგ “პინდუოდუოდან“. მას ოთხი წელი დასჭირდა, რომ მილიარდერი გამხდარიყო და ახლახან გახდა მეორე უმდიდრესი ადამიანი ჩინეთში. ჰუანგმა ვისკონსინის უნივერსიტეტიში კომპიუტერულ მეცნიერებაში მაგისტრის ხარისხი დაიცვა. მისი წმინდა ქონება 40,7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
წყარო: msn.com