სტივ ჯობსი, მარკ ცუკერბერგი და... - ცნობილი ადამიანები, რომლებიც საჯარო გამოსვლებში მოკრძალებულად იმოსებიან

"რა ჩავიცვა დღეს?" - ზოგისთვის ეს ყოველდღიური დილემაა. თუმცა, როგორც ჩანს, მსოფლიოს განსაკუთრებული ტვინები სხვაგვარად აზროვნებენ. ხშირად, ყველაზე წარმატებული ფიგურები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ან საჯარო გამოსვლების დროს ერთი და იგივე ტანისამოსით იმოსებიან და მათ სულ არ ადარდებთ, რომელი ბრენდის მაისური ეცმევათ.

სინამდვილეში, ეს არის ზუსტად ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ისინი ყოველთვის რჩებიან საზოგადოების ყურადღების ცენტრში. საინტერესოა, ეს ერთგვარი ტენდენცია და ბიზნეს გათვლაა თუ უბრალოდ ჩვევა?

წარმოგიდგენთ ცნობილ ადამიანებს, რომელიც საკმაოდ მოკრძალებულად იმოსებიან:

11-1717919980.jpg

სტივ ჯობსი

Apple-ის გარდაცვლილი დამფუძნებლის სამოსი შედგებოდა შავი ე.წ. კუს ყელის მქონე ზედისგან, ლურჯი ჯინსისა და სპორტული ბოტასისგან.

22-1717920038.jpg

მაიკლ კორსი

ის შეიძლება იყოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდის დიზაინერი, მაგრამ მაიკლ კორსს უყვარს მარტივი სამოსი. ის ხშირად ჯინსით, შავი მაისურითა და შავი ქურთუკით ჩნდება.

33-1717920059.jpg

მარკ ცუკერბერგი

META-ს აღმასრულებელი დირექტორი ცნობილია მისი ნაცრისფერი მაისურებითა და ჯინსებით. ცუკერბერგი სამსახურში ყველაზე ხშირად ამ სამოსით მიდის.

44-1717920084.jpg

კარლ ლაგერფელდი

შანელის კრეატიული დირექტორი, ძირითადად, ყოველდღიურად იცვამდა ერთსა და იმავე სამოსს: შავი კოსტუმები, თეთრი მაისურები, ჰალსტუხი, მზის სათვალე და ტყავის ხელთათმანები.

55-1717920156.jpg

ალბერტ აინშტაინი

კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი გონება, აინშტაინი იყო ნაცრისფერი კოსტუმების მოყვარული.

66-1717920174.jpg

ანჯელინა ჯოლი

ჯოლი ყოველთვის დახვეწილად გამოიყურება წითელ ხალიჩაზე, მაგრამ მსახიობი ძალიან ჩვეულად იცვამს გარეთ. ძირითადად მისი არჩევანია -ვიწრო შარვალი, ბლუზები და შავი ქურთუკი.

77-1717920190.jpg

ბარაკ ობამა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა Vanity Fair-ს განუცხადა, რომ მან არჩევანის გაკეთება კოსტიუმის მხოლოდ ორ სტილს შორის გადაწყვიტა. ეს არის ლურჯი ან ნაცრისფერი კოსტიუმი და ამავე ფერის შარვალი.

წყარო: msn.com

თეონა რამაზაშვილი