უცნაური წესები, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის შვილებმა უნდა დაიცვან

იყო მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყნის ლიდერის შვილი, აუცილებლად აქვს თავისი უპირატესობები, თუმცა ყურადღების ცენტრში ყოფნა ასევე იწვევს დიდ ზეწოლას და დისკომფორტს მათი ოჯახებისთვის.

მაგალითად, არსებობს სპეციალური ეტიკეტი და სხვა საკმაოდ უცნაური წესებიც, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის შვილებმა უნდა დაიცვან.

დასავლური მედია რამდენიმე მათგანის შესახებ წერს:

არ აქვთ უფლება თეთრ სახლში ფანჯრები გააღონ

ერთ-ერთი ყველაზე შემზღუდავი წესი არის ის, რომ პრეზიდენტის ოჯახის წევრებს არ აქვთ უფლება თეთრ სახლში, ან ავტომობილში, სადაც ისინი სხდენა, ფანჯრები გააღონ.

შესაძლოა, ეს არც ისე საშინლად ჟღერს, თუმცა წარმოიდგინეთ, რომ არასოდეს გაქვთ უფლება სუფთა ჰაერი ჩაისუნთქოთ მაშინ, როდესაც ეს გინდათ.

არ აქვთ უფლება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რომელიმე თანამდებობაზე იმუშაონ

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი “სკანდალი“ იყო მისი ზრდასრული შვილების თანამდებობები მის ადმინისტრაციაში.

მის უფროს ქალიშვილს, ივანკა ტრამპს, მიენიჭა პრეზიდენტის სპეციალური მრჩევლის წოდება, რამაც მაშინ ხმაური გამოიწვია. ივანკას მის მეუღლეს, ჯარედ კუშნერს კი თეთრი სახლის ინოვაციების დირექტორის თანამდებობა მიენიჭა.

1967 წელს კონგრესმა მიიღო ანტინეპოტიზმის კანონი, რომელიც “უკრძალავს პრეზიდენტს დაასაქმოს ოჯახის წევრი იმ ოფისში ან სააგენტოში, რომელსაც ისინი ზედამხედველობენ“.

თუმცა, ივანკა და ჯარედი არ არღვევდნენ კანონს, რადგან ისინი ამაში ანაზღაურებას არ იღებდნენ.

როგორც წესი, ისინი კერძო სკოლაში სწავლობენ

ეს არ ხდება მხოლოდ იმის გამო, რომ ძვირად ღირებული კერძო სკოლები გვთავაზობენ უკეთეს განათლებას, მათ ურჩევნიათ უზრუნველყონ პრეზიდენტის ბავშვების უსაფრთხოება.

თუმცა 1977 წელს პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა თავისი ცხრა წლის ქალიშვილი ემი ვაშინგტონის საჯარო სკოლაში ჩარიცხა.

მათ ყოველთვის უნდა ახლდეთ საიდუმლო აგენტები

შეერთებული შტატების პრეზიდენტის მეუღლეებს და შვილებს აუცილებლად ყველგან თან უნდა ახლდეთ საიდუმლო სამსახურის აგენტები. სავალდებულოა რმ აგენტებთან ერთად გადაადგილდნენ პრეზიდენტის 16 წლამდე შვილებიც.

ისინი ვალდებულები არიან მიიღონ მონაწილეობა საჯარო ღონისძიებებში

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის შვილებს არ აქვთ უფლება ჰქონდეთ ოფიციალური როლები ადმინისტრაციაში, ისინი ვალდებულები არიან მონაწილეობა მიიღონ საჯარო ღონისძიებებში.

ერთ-ერთი ასეთი ღონისძიებაა თეთრი სახლის სააღდგომო ღონისძიებაა, რომელიც 1878 წლიდან არსებობს.

არ არის დაშვებული მეგობრებთან ერთად მანქანით სიარული

ეს წესი შეიძლება არ გავრცელდეს ყველა პრეზიდენტის შვილზე, თუმცა ბარაკ ობამას შემთხვევაში ასე იყო.

უსაფრთხოების გამო, გოგონები არასოდეს სარგებლობდნენ ტაქსით და არ შეეძლოთ მეგობრებთან ერთად მანქანით გადაადგილება.

მათ ბარაკ ობამაც კი ვერ ატარებდა, რადგან პრეზიდენტებს არ აქვთ უფლება მართონ ავტომობილები საჯარო გზებზე. თუმცა პრეზიდენტმა დაუშვა რამდენიმე გამონაკლისიც და საკუთარი ავტომობილით ისარგებლა, სპეციალური სამსახურის წარმომადგენლების თანხლებით.

მათ არ შეუძლიათ ძვირად ღირებული საჩუქრების მიღება

ქვეყნის პირველი ოჯახის წევრობას აქვს გარკვეული პირობებიც. მაგალითად, მათ არ შეუძლიათ საჩუქრების მიღება მაღალი რანგის წარმომადგენლებისა და სხვა სტუმრებისგან.

ასეთი საჩუქარი სახელმწიფო საკუთრებად ითვლება და ეროვნულ არქივში რჩება.

პრეზიდენტის შვილები ვერ ჭამენ იმ საკვებს, რაც უნდათ

პრეზიდენტის ოჯახის წევრები ძირითადად სპეციალური მენიუთი იკვებებიან, რომელშიც არ შედის არაჯანსაღი სნექები. მათ საკუთარი მზარეული ჰყავთ, საკვები კი სუფრაზე მიტანამდე რამდენიმე ეტაპიან შემოწმებას გადის.

ალბათ, რთულია თინეიჯერობის ასაკში უარი თქვა გარკვეულ ტკბილეულსა და სხვა საკვებზე. თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტის შვილებს ესეც შეზღუდული აქვთ.

წყარო: msn.com

თეონა რამაზაშვილი