ხაჭაპური მსოფლიოს საუკეთესო სნექებში მე-3 ადგილზეა - რომელ ადგილს იკავებს გოზინაყი?

Tasteatlas-მა 100 საუკეთესო სნექის რეიტინგი განაახლა. რეიტინგში პირველი ადგილი ლიეტუვურმა სნექმა Kepta duona-მ დაიკავა, ხოლო ბოლო ადგილზეა გერმანული Bayerische Breze.

ასეულში მოხვდა 2 ქართული სნექი: ხაჭაპური და გოზინაყი. ხაჭაპური რეიტინგში მე-3, ხოლო გოზინაყი 53-ე ადგილს იკავებს.

რეიტინგის პირველი 10 ადგილი ასე გამოიყურება:

  • ლიეტუვა - Kepta duona
  • აზერბაიჯანი - Qutab
  • საქართველო -ხაჭაპური
  • იტალია - Panzerotti
  • ლიეტუვა - Bulviniai blynai
  • ლიეტუვა - Kibinai
  • სლოვაკეთი - Zemiakové placky
  • საბერძნეთი - Skopelitiki tiropita
  • ესპანეთი - Croquetas
  • იტალია - Pizzette
მერი ტაბატაძე