მებაჟეებმა არადეკლარირებული თანხა ამოიღეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 12 ივნისს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე "ბათუმის აეროპორტი" თანხის დეკლარირების წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, რეისით სტამბოლი-ბათუმი თურქეთის მოქალაქე ე.დ. ჩამოფრინდა, რომლის ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხა - 68200 თურქული ლირა და 3179 აშშ დოლარი (სულ 63418,73 ლარი) აღმოაჩინეს.

უწყების ინფორმაციით, ანალოგიური შემთხვევა მოხდა 13 ივნისს, სგპ "სადახლო-საავტომობილოს" ტერიტორიაზეც. სომხეთის მხრიდან შემოსულ მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ს.-ს, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა სხეულზე მიმაგრებული არდეკლარირებული თანხა - 15300 აშშ დოლარი (34415,82 ლარი) და 1700000 რუსული რუბლი (63070 ლარი) აღმოუჩინეს.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13-ე ნაწილის შესაბამისად, ორივე მგზავრს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.