მედია ევროპარლამენტის ახალი შემადგენლობის პროგნოზს აქვეყნებს, რომელიც 11 სახელმწიფოს წინასწარ მონაცემებს და 16 წინასაარჩევნო გამოკითხვას ეყრდნობა.
აღნიშნული მონაცემებით მანდატები ასე ნაწილდება:
"ევროპის სახალხო პარტია" - 181;
"სოციალისტები და დემოკრატები" - 135;
"ევროპული განახლება" - 82;
"ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები" - 71;
"იდენტობა და დემოკრატია" - 62;
"მწვანეები - 53 ;
"მემარცხენეები" - 34;
ევროპარლამენტის არჩევნები 6-9 ივნისს მიმდინარეობდა. ევროკავშირის 27 სახელმწიფოს მოსახლეობა ევროპარლამენტის 720 წევრს ირჩევს.