„რიკოთის ესტაკადებს აქვთ ძალიან დიდი და სერიოზული პრობლემა - მიწისძვრის კუთხით ბომბია“

„რიკოთის ესტაკადებს აქვთ ძალიან დიდი და სერიოზული პრობლემა - მიწისძვრის კუთხით ბომბია,“ - ამის შესახებ, სე­ის­მო­ლო­გი თეა გო­დო­ლა­ძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ბევრჯერ დავწერე, კიდევ დავწერ, რიკოთის ესტაკადებს აქვთ ძალიან დიდი და სერიოზული პრობლემა. რამდენიმე კვლევა ვნახე (სამწუხაროდ, ის დოკუმენტაცია არ მაქვს), სადაც ეწერა, რომ ადგილზე გეოლოგიური სამუშაოები ვერ ჩატარდა მიუვალობის გამო. კაცმა არ იცის, მყარ გრუნტზეა დაფუძნებული ბოძები თუ არა. ერთი თავად აიღეს, გადაიხარა და იმიტომ. სეისმური კვლევა არ დევს. რიკოთი მიწისძვრის კუთხით ბომბია და ესტაკადების ბოძები ძალიან წვრილი, ძლიერ მიწისძვრას რომ გაუძლოს! ახლა დაეწყვეთ ინფრასტრუქტურის და საგზაოს თანამშრომლები და მლანძღეთ. ჩიტებს ამბავი მოაქვთ გეთაყვა,“- წერს გოდოლაძე.

შეგახსენებთ, რომ გუ­შინ წვი­მის გამო მო­ქა­ლა­ქე­ებს რი­კოთ­ზე სა­ცობ­ში სა­ა­თო­ბით მო­უ­წი­ათ დგო­მა. სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რი­კო­თის უღელ­ტე­ხილ­ზე მოძ­რა­ო­ბა დრო­ე­ბით იყო შე­ზღუ­დუ­ლი, რად­გან სა­ვალ ნა­წილ­ზე წყა­ლი და ლაფი ჩა­მო­ვი­და.

„სო­ფე­ლი ხე­ვის მიმ­დე­ბა­რედ, მშე­ნე­ბა­რე მო­ნაკ­ვეთ­თან, ძლი­ე­რი წვი­მის შე­დე­გად, ფერ­დო­ბი­დან წყლი­სა და ლა­ფის მასა გად­მო­ვი­და გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე, რის გა­მოც, გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, დრო­ე­ბით შე­ი­ზღუ­და ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა. გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა აღ­დგა,“- იყო აღნიშნული საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.