ბორჯომის შემოსასვლელში "სტელას" განახლებასთან დაკავშირებული სამუშაოები დასრულდა

ბორჯომის შემოსასვლელში "სტელას" განახლებასთან დაკავშირებული სამუშაოები დასრულდა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, გასუფთავდა რელიეფი, დაიგო ფილები, დამონტაჟდა განათება და მოეწყო წყარო. მათივე ცნობით, ასევე დასრულდა 3 ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. სამუშაოების ფარგლებში "მტრედისა" და ახალ უბანთან დამაკავშირებელ ხიდებზე ფეხით სავალი ნაწილი ხის შემცვლელი პოლიმერული მასალით შეიცვალა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, აღნიშნული სამშენებლო მასალა მაღალი ხარისხითა და გამძლეობით გამოირჩევა და მრავალწლიანი გამძლეობის გარანტიას იძლევა.

რაც შეეხება "სილამაზის" ხიდს, აქ მტკვრის მარჯვენა მხარეს სადეფორმაციო ნაკერი გაკეთდა.