MONEYVAL-ის ანგარიშის თანახმად, რომელიც თან ერთვის პრემიერის „საქართველოში ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ანგარიშის დამტკიცების თაობაზე“ განკარგულებას, 2020-2021-2022 წლებში საქართველოს საბაზო საზღვრებზე ჯამში 2 216 202 767 ლარის ოდენობის ნაღდი ფული გადაადგილდა.
რაც შეეხება საბაჟო საზღვარზე 30 000 ლარზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით გადატანის გამო პასუხისმგებლობის დაკისრება 2020-2021-2022 წლებში 637 შემთხვევაში განხორციელდა.
აღნიშნული შემთხვევებიდან სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 623 შემთხვევაში დაწესდა. წლების მიხედვით, დაწერილი ჯარიმები ასე გამოიყურება:
საანგარიშო პერიოდში სანქციის სახით თანხის ჩამორთმევა 14 შემთხვევაში განხორციელდა. შემთხვევების რაოდენობა და ჩამორთმეული თანხის ოდენობა ლარში ასეთია:
ცნობისთვის, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის მიხედვით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გამავალი ნაღდი ფულის ოდენობა 30 000-ს აღემატება, სავალდებულოა მისი დეკლარირება.