10 კომპანია, სადაც წელს ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის 1-ელ კვარტალში 201.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის 1-ლი კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 64.4 პროცენტით ნაკლებია. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მათივე ცნობით, შემცირება განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის (სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები) მაჩვენებლის შემცირებით.

რაც შეეხება, საწარმოებს, სადაც მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო, „საქსტატის“ მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ტო-10 კომპანიის ჩამონათვალი ასეთია:

  • სს თელასი;
  • აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი;
  • შპს „მაგთიკომი“;
  • შპს „თბილისი ენერჯი“;
  • სს „ენერგო - პრო ჯორჯია“;
  • შპს „ტავ ურბან საქართველო“;
  • სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“;
  • შპს „ტოიოტა კავკასია“;
  • სს „ეპ ჯორჯია გენერაცია“;
  • ჩინეთის სახელმწიფო შპს სამშენებლო საინჟინრო კორპორაციის საქართველოს ფილიალი.

ცნობისთვის, საწარმოები რიგითობის მიხედვით არ არის დალაგებული.

თაია არდოტელი