როგორ ივაჭრება ჯიხურებში დოლარი და ევრო

Bloomberg-ზე დილიდან 1 დოლარის ვაჭრობა 2.8293 ლარად დაიწყო. 15:30 საათის მდგომარეობით, 1 დოლარი 2.8510 ლარად ივაჭრება.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 7 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.8247 ლარს, ხოლო 1 ევროს ღირებულება 3.0767 ლარს შეადგენს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, სავალუტო ჯიხურებში როგორია ლარის გაცვლითი კურსი ევროსა და დოლართან მიმართებაში.

ჯიხურებში 1 დოლარის შეძენა 2.850-2.857 ლარის ფარგლებში, ხოლო 1 დოლარის გაყიდვა 2.830-2.837 ლარად არის შესაძლებელი.

რაც შეეხება ევროს, ჯიხურებში 1 ევროს ყიდვა 3.065-3.075 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ, ხოლო თქვენგან ევროს 3.040-3.045 ლარად იყიდიან.

მერი ტაბატაძე