რამდენი საწარმო დააფუძნეს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოს თიზ-ებში

MONEYVAL-ის ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის მდგომარეობით ფოთის, ქუთაისის, ქუთაისის ჰუალინგისა და თბილისის თიზ-ებში ჯამში მოქმედებდა 533 საწარმო, რომელთა უმეტესობა საქართველოში რეგისტრირებული შპს-ეა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წელს ყველაზე მეტი თიზ-ი თბილისში ფუნქციონირებდა და მათი რაოდენობა 193 იყო. მონაცემების თანახმად, ამავე პერიოდში ქუთაისის თიზ-ში 173, ქუთაისის ჰუალინგ თიზ-ში 35, ხოლო ფოთის თიზ-ში 132 საწარმო იყო.

აღნიშნული თიზ-ებიდან უმეტესობა, 190 დაფუძნებულია საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის და 29 იურიდიული პირის მიერ. აღსანიშნავია ისიც, რომ დამფუძნებელ პირებს შორის არიან რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და თურქეთის მოქალაქეები.

კერძოდ, აღნიშნული ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ დაფუძნებული თიზ-ების რაოდენობა საქართველოში ასე გამოიყურება:

  • აზერბაიჯანი - 92 ფიზიკური პირი, 3 იურიდიული პირი
  • უკრაინა - 83 ფიზიკური პირი
  • რუსეთი - 54 ფიზიკური პირი
  • თურქეთი - 36 ფიზიკური პირი

ანგარიშის თანახმად, საქართველოს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში მოქმედი საწარმოების ბრუნვა საკმაოდ მცირეა. კერძოდ, საწარმოო ბრუნვა წლების მიხედვით ასე გამოიყურება:

  • 2023 წელი – 286 854 966 ლარი
  • 2022 წელი – 150 303 099 ლარი
  • 2021 წელი – 142 460 715 ლარი
  • 2020 წელი – 103 380 682 ლარი

მერი ტაბატაძე