შუა დერეფნით მოძრავი კონტეინერები შესაძლოა, გადასახდებისგან გათავისუფლდნენ

თუ შუა დერეფანი „მწვანე“ გახდა, აზიიდან ევროპაში ან საპირისპირო მიმართულებით მოძრავ კონტეინერებზე გადასახადები გაუქმდება.

ამის შესახებ ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გენერალურმა დირექტორმა, ტალეჰ ზიადოვმა განაცხადა, რასაც სააგენტო, Report ავრცელებს.

მისი თქმით, „მწვანე პორტის“ საკითხი შუა დერეფნის “გამწვანების” კონტექსტში უნდა განიხილებოდეს.

„მომავალში დიდი მნიშვნელობა მიენიჭება, მიწოდების რომელი ჯაჭვით იმოძრავებენ კონტეინერები კონტინენტთაშორის ვაჭრობაში, ამიტომ შუა დერეფანი „მწვანე“ დერეფნად უნდა გადაიქცეს და ამ შემთხვევაში ბევრი კომპანია აირჩევს მას,” - ამბობს ზიადოვი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ