ბათუმში ახალაშენებული ბინები გაძვირდა - როგორ შეიცვალა ბინების ფასი თბილისში

Recov.ge-ს მონაცემებით, მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 5.6%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1 090 აშშ დოლარი შეადგინა. გასული წლის იმავე პერიოდში, კვადრატულზე საშუალო ფასი 1 032 დოლარი იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ ძველი ბინების შემთხვევაში საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 1.1%-ით შემცირდა და 724 აშშ დოლარი გახდა. 2023 წლის მაისში ძველის ბინების საშუალო შეწონილი ფასი კვ.მ-ზე 732 დოლარი იყო.

რაც შეეხება გაყიდვებს, 2024 წლის მაისში ბათუმში სულ 1 261 ბინა გაიყიდა.

ამასთანავე, დედაქალაქში ახალაშენებული ბინების საშუალო გასაყიდი ფასი მაისში წლიურად 4.5%-ით გაიზარდა. მიმდინარე წელს 1 კვ.მ ახალი ბინის ფასი 1036 დოლარი იყო, გასულ წელს კი 991 დოლარი.

ძველი ბინების შემთხვევაში, გასაყიდი ფასი მაისში წლიურად 6.6%-ით გაიზარდა და 996 დოლარი შეადგინა, მაშინ როცა გასულ წელს საშუალო ფასი 934 დოლარი იყო.

თბილისში გაყიდული საცხოვრებელი ბინების რაოდენობამ მიმდინარე წლის მაისში 3,225 შეადგინა.

მერი ტაბატაძე