როგორ ჟღერს ინოვაცია? სასარგებლო გაჯეტები მუსიკის მოყვარულთათვის და არა მხოლოდ

Apple-ის მიერ 2016 წელს წარმოდგენილმა AirPods-ის უკაბელო ყურსასმენებმა ნამდვილი რევოლუცია მოახდინა და მთელ მსოფლიოში მელომანების გული მოიგო. ეს არ ეხება მხოლოდ ხმის ხარისხსა და ცნობად დიზაინს. სხვა ბრენდის პროდუქტების მსგავსად, ეს გაჯეტი Apple-ის ეკოსისტემის ნაწილია, რაც მნიშვნელოვნად აფართოებს მის ფუნქციონირებას. მაგალითად, AirPods და Apple Watch ტანდემში გთავაზობთ მოსახერხებელ ფუნქციებს აქტიური ცხოვრების წესისთვის, ხოლო მოწყობილობების გამოყენება ინტუიციური და სასიამოვნო ხდება.

brandon-romanchuk-eizfrxktcz0-unsplash-1718089970.jpg

გახსოვთ დრო, როცა მეგობარს ყურსასმენი აჩუქეთ, რომ მასაც მოესმინა სიმღერა? დღეს ეს მეტად ადვილია: როცა თქვენს საყვარელ სიმღერას თქვენს AirPods-ზე უსმენთ, შეგიძლიათ, ის მეგობარს გაუზიაროთ, რომელსაც, ასევე, თავსებადი AirPods ან Beats აქვს. მხოლოდ რამდენიმე მოძრაობა და ის იმავე სიმღერას დაუკრავს, რაც შენზე AirPods-ზე ჟღერს. უფრო მეტიც: თქვენ შეგიძლიათ, დააყენოთ ხმის განსხვავებული დონე თითოეული წყვილი ყურსასმენისთვის, ხოლო თუ თრეკით დაიღალეთ, Siri-ს მისი შეცვლა სთხოვოთ.

სხვათა შორის, ივნისის ბოლომდე AirPods-ის შეძენა საქართველოში Apple-ის ავტორიზებული პარტნიორებისგან მხოლოდ 379 ლარად შეგიძლიათ.

კიდევ ერთი სასარგებლო ფუნქცია არის ყურსასმენების გადართვა Apple მოწყობილობებს შორის. თუ ერთი Apple ID-ით მრავალ გაჯეტში ხართ შესული, თქვენი AirPods მყისიერად გადაერთვება მოწყობილობაზე, რომელიც აუდიოს უკრავს. მაგალითად, თქვენ უსმენთ მუსიკას AirPods-ით თქვენს Mac-კომპიუტერზე. ამ დროს მოულოდნელად იღებთ აუდიოშეტყობინებას თქვენს ტელეფონზე. თქვენ მხოლოდ გამოსახულებას ჩართავთ და ყურსასმენები iPhone-ზე თავად გადადიან, თქვენ კი არაფრის გაკეთება არ გჭირდებათ! ამასთან, AirPods-ისა და Apple Watch-ის კომბინაცია საშუალებას გაძლევთ, მუსიკა პირდაპირ საათიდან მართოთ, რაც, განსაკუთრებით, სპორტით დაკავების დროს არის მოსახერხებელი.

should-you-buy-an-apple-watch-5248207-39cc14fadb4a49979d9e01f57a704cc6-1718089986.jpg

Apple-ის კიდევ ერთი პროდუქტი, რომელიც უკვე გახდა მრავალი მომხმარებლის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი, Apple Watch-ია. მოწყობილობა არა მხოლოდ გეხმარებათ, დარჩეთ კავშირზე და პირდაპირ მაჯიდან ზარის მიღებისა და შეტყობინების გაგზავნის საშუალება გაძლევთ, არამედ გემსახურებათ, როგორც პირადი მწვრთნელი და ჯანმრთელობის ასისტენტი. AirPods-თან ინტეგრაცია ადამიანებს საშუალებას აძლევს, დილის სირბილის დროს მუსიკით მნიშვნელოვანი ზარის ან შეტყობინების გამოტოვების გარეშე ისიამოვნონ.

თუ თქვენ Apple Watch-ის შეძენას გეგმავთ, ახლა ამის დროა. ივნისის ბოლომდე Apple Watch-ის შეძენაზე სპეციალური ფასი მოქმდებს, მხოლოდ საქართველოში Apple-ის ავტორიზებული პარტნიორებისგან.

dsc09813-1718090001.jpg

ყოველი განახლებით Apple ეკოსისტემას აუმჯობესებს, სასარგებლო და მეტად მოსახერხებელ ახალ ფუნქციებს ამატებს, ამიტომ ამ ბრენდის მოწყობილობებს ბევრი მომხმარებელი ირჩევს.

Apple-ის მოწყობილობების ყველაზე ფართო არჩევანი გარანტიითა და სერვისით ხელმისაწვდომია საქართველოში Apple-ის ავტორიზებული პარტნიორებისგან:

iSpace, Alta, Elit Electronics, Kontakt Home, iTechnics, iStore, iPlus, Silknet.

(R)