1 დოლარის ფასმა ბანკებში 2.9250 ლარს მიაღწია - რა ღირს დოლარი ბანკებსა და ჯიხურებში

ეროვნული ბანკის მიერ 10 ივნისს დადგენილი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8490 ლარია. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:05 საათისთვის 1 დოლარი 2.8650 ლარად ივაჭრება.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორ ივაჭრება კომერციულ ბანკებში დოლარი. ამჟამინდელი მონაცემები ასე გამოიყურება:

  • „თიბისი ბანკში“ - 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.9250 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 2.8050 ლარად.
  • „საქართველოს ბანკში“ - 1 აშშ დოლარის შეძენა მოქალაქეებს 2.9100 ლარად, მისი გაყიდვა კი 2.8100 ლარად შეეძლებათ.
  • „ლიბერთი ბანკი“ - 1 აშშ დოლარის შეძენა მოქალაქეებს 2.9200 ლარად, მისი გაყიდვა - 2.8200 ლარად შეეძლებათ.
  • „ბაზისბანკი“ - 1 აშშ დოლარის შეძენა მოქალაქეებს 2.9150 ლარად, მისი გაყიდვა კი 2.8250 ლარად შეეძლებათ.
  • „ხალიკ ბანკი“ - 1 აშშ დოლარის შეძენა მოქალაქეებს 2.9050 ლარად, მისი გაყიდვა - 2.8150 ლარად შეეძლებათ.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ სავალუტო ჯიხურებში დოლარი და ევროს კურსს.

უფრო კონკრეტულად, ჯიხურებში 1 დოლარის შეძენა 2.866-2.875 ლარის ფარგლებში, ხოლო 1 დოლარის გაყიდვა 2.830 ლარად არის შესაძლებელი.

რაც შეეხება ევროს, ჯიხურებში 1 ევროს ყიდვა 3.080-3.095 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ, ხოლო თქვენგან ევროს 3.040-3.060 ლარად იყიდიან.

აღსანიშნავია, რომ ლარმა გაუფასურება მაისის დასაწყისში დაიწყო. 1-ლი მაისიდან დღემდე ლარი დოლართან მიმართებით 16.4 თეთრით, ევროსთან მიმართებით კი 17.8 თეთრით არის გაუფასურებული. 1-ელ მაისს ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6849 ლარი იყო, დღევანდელი ოფიციალური კურსით კი 2.8490 ლარია. რაც შეეხება ევროს კურსს, მაისის დასაწყისში ის 2.8804 ლარი ღირდა, 10 ივნისს სებ-ის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსით კი ერთი ევრო 3.0584 ლარია.

მერი ტაბატაძე