იოანე ზოსიმეს ხელნაწერი Christies-ის აუქციონზე 1-1.5 მლნ გირვანქა სტერლინგად იყიდება

იოანე ზოსიმეს ხელნაწერი christies-ის საერთაშორისო აუქციონზე იყიდება. ღირებულება 1 000 000-დან 1 500 000-მდე გირვანქა სტერლინგია.

აღწერაში ვკითხულობთ, რომ ქრისტიანულ-პალესტინურ არამეულ და ქართულ ენაზე შესრულებული ხელნაწერის ძირითადი ტექსტი მე-5-7 საუკუნეებით, ხოლო ტექსტის დასაწყისი კი 979 წლით თარიღდება.

„ქრისტიანული პალესტინის, არამეულ ენაზე შექმნილი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაგმენტი. დასავლურ არამეულ დიალექტს მელქის ქრისტიანული საზოგადოება იყენებდა პალესტინასა და ტრანსიორდანიაში მე-5-13 საუკუნეებში შემონახულია მხოლოდ რამდენიმე წარწერაში, პალიმფსესტსა და ხელნაწერში. ხელნაწერი შეიცავს სახარებების ყველაზე ადრეულ ტექსტებს არამეულის უახლოეს დიალექტზე.

პალიმფსესტი გადაწერილია ცნობილი კალიგრაფის, ავტორის, მთარგმნელისა და წიგნის შემკვრელის ბერი იოანე ზოსიმეს მიერ. დაწერილია ქართული ტექსტით და შემორჩენილია მე-10 საუკუნის სინას წმინდა ეკატერინეს მონასტრიდან“, - ნათქვამია ხელნაწერის აღწერაში.

447666873-985662369929424-5445348120932787530-n-1718097684.jpg

მერი ტაბატაძე