სებ-მა სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.

საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8635 შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონი 16 მაისსაც გამართა. მაშინ სებ-მა ბაზარს 60 მლნ დოლარი მიაწოდა.

ამის შემდეგ, 28 მაისს სებ-მა სავალუტო აუქციონზე ისევ 60 მლნ დოლარი გამოიტანა, მაგრამ მხოლო 48.7 მილიონი დოლარი გაყიდა.

16 მაისიდან, ეს უკვე ეროვნული ბანკის მე-3 სავალუტო აუქციონია. 3 კვირიან პერიოდში ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის ჯამში, 168.7 მლნ დოლარი გაყიდა.

მერი ტაბატაძე