რატომ უფასურდება ლარი? – ეროვნული ბანკი შესაძლო მიზეზებზე

ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი აშშ დოლარის გაყიდვის მიზეზებს განმარტავს. სებ-ის განცხადებით, აღნიშნული ინტერვენციის მიზანია ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციების შედეგად ბაზრის მოლოდინებზე შესაძლო უარყოფითი გავლენის შემცირება.

„აღნიშნული ინტერვენციის მიზანია ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციების შედეგად ბაზრის მოლოდინებზე შესაძლო უარყოფითი გავლენის შემცირება.

ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები, კერძოდ საფინანსო სექტორის მიერ, წინა წლებში გამოშვებული ლარით დენომინირებული ვალდებულებების დაფარვა, დივიდენდების გადახდა და სხვა, სავალუტო ბაზარზე უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნას დროებით ზრდის.

იმისათვის, რომ აღნიშნულმა ტრანზაქციებმა გაცვლითი კურსის ჭარბი მერყეობა არ განაპირობოს ეროვნული ბანკი ბაზარს სავალუტო აუქციონების გზით უცხოურ ვალუტას საჭიროების მიხედვით აწვდის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი დოლარი გაყიდა.

მერი ტაბატაძე