„პროდუქტის 70%-ზე მეტი იმპორტირებულია - ლარის გაუფასურების პროპორციულად ფასებიც გაიზრდება“

ეკონომისტი ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში ლარის გაუფასურებისა და სანქციების შედეგად საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობაზე წერს. გთავაზობთ მის სტატუსს:

„ლარი ყოველდღიურად უფასურდება

საქართველოს ხელისუფლების დასანქცირების შემდგომ საფონდო ბირჟებზე ქართული აქტივების ფასი მკვეთრად ეცემა.

საქართველოს ხელისუფლების დასანქცირების შემდგომ მსხვილმა ეკონომიკურმა მოთამაშეებმა შეასუსტეს ინტერესი საქართველოში ინვესტირებისადმი.

სავალუტო ფონდმა შეაჩერა პროექტები.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ქართული ლარი და მისი ეკონომიკა სწორდება დოლართან მიმართებაში და საქართველოს ხელისუფლება დაასანქცირა დოლარის შემქმნელმა სახელმწიფომ.

საქართველოში მოხმარებული საქონლისა და მომსახურების 70% ზე მეტი არის იმპორტირებული, რაც თავისთავად ლარის გაუფასურების პროპორციულად მოახდენს ფასების ზრდას. (ვინაიდან იმპორტიორები ვაჭრობენ დოლარში)

სამწუხაროდ, სანქცირების რეჟიმი საქართველოში დააყენებს არასახარბიელო მონეტარულ პოლიტიკას, რომელიც პირდაპირ აისახება მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე“ - წერს ოთო აბესაძე.

ეკა დარჩიაშვილი