პალმა დე-მაიორკაზე ტურისტებს რადიკალურად შეამცირებენ

ესპანურ კურორტ პალმა დე-მაიორკას მერი, ხაიმე მარტინესი ჭარბ ტურიზმს ომს უცხადებს და გასაქირავებელი ავტომობილების, საკრუიზო გემებისა და დასასვენებელი ბინების რაოდენობის შეზღდვას აპირებს.

ინფომრაციას Bild ავრცელებს.

ასევე, ქალაქის მერს სურს, დაწესებულებებს, რომელთა სტუმრები არეულობას იწვევენ, ჯარიმები გაუზარდოს.

მარტინესის რადიკალურ ზომებს საკრებულოში ძლიერი წინააღმდეგობა შეხვდა, სადაც მის გეგმას “ნაჩქარევად გამოგონილი აკრძალვები” უწოდეს.

„ზოგიერთი ზომა მიზანშეწონილი, ზოგი კი მეტად გაზვიადებულია,” - აცხადებს სასტუმრო Hostal Playa de Palma-ს მენეჯერი, მარკო გულპენი, რომელიც, მაგალითად, ახალი დასასვენებელი ბინების შეზღუდვას ეთანხმება, რადგან, მისი თქმით, “კუნძული მართლაც გადაჭედილია.”

მოამზადა ლადო სულაბერიძემ