აზერბაიჯანიდან საქართველოში 1,2 მლრდ კუბური მეტრი გაზი იქნა ექსპორტირებული

აზერბაიჯანიდან საქართველოში გაზის ექსპორტმა მიმდინარე წლის იანვარ-მაისში 1,2 მლრდ კუბური მეტრი შეადგინა.

მონაცემებს Reuters აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მთლიანობაში, ამ პერიოდში აზერბაიჯანიდან ევროპაში გაზის ექსპორტი, წლიური თვალსაზრისით, 3,4%-ით გაიზარდა და 5,3 მლრდ კუბურ მეტრი შეადგინა. აქედან 4,1 მლრდ კუბური მეტრი თურქეთში, ხოლო 1,2 მლრდ კუბური მეტრი საქართველოში იქნა ექსპორტიებული.

რაც შეხება ნავთობს, იანვარ-მაისში აზერბაიჯანში ნავთობმოპოვებამ 12 მლნ ტონა, ხოლო ამ ნედლეულის ექსპორტმა 9,9 მლნ ტონა შეადგინა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ