ივლისიდან რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“ რისებს ქუთაისის მიმართულებითაც დაამატებს. კომპანიის ტელეგრამ-არხის ცნობით, ფრენები კვირაში ორჯერ შესრულდება.
კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ Azimut Airlines ავითარებს საერთაშორისო მარშრუტების ქსელს და ამჯერად ახალ რეისებს ის მოსკოვი - ქუთაისი - მოსკოვის მიმართულებით შეასრულებს. ცნობილია ისიც, რომ ფრენა ყოველ სამშაბათს და პარასკევს შესრულდება.
ცნობილია ისიც, რომ რეისები ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში შესრულდება და ის 2 ივლისიდან 25 ოქტომბრის პერიოდს მოიცავს.
Azimuth Airlines-ი 2023 წლიდან ახორციელებს ფრენებს საქართველოს მიმართულებით, მათ შორის ფრენებს თბილისის მიმართულებით ვნუკოვოდან, „მინერალური წყლებიდან“, სოჭიდან, უფასიდან და სანკტ-პეტერბურგიდან, ხოლო ბათუმში ფრენები ვნუკოვოდან ხორციელდება.