საიდან შემოდის სისხლი, ვაქცინები და იმუნური პროდუქტები, რომლის იმპორტი 35.5 მლნ ლარამდე გაიზარდა

სისხლის, ვაქცინების და იმუნური პროდუქტების იმპორტი 14.3 მლნ ლარით გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 4 თვეში ქვეყანამ 35.508 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შეიძინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 21.188 მლნ აშშ დოლარის.

ამასთან, წელს, მხოლოდ აპრილში 10.179 მლნ აშშ დოლარის სისხლი, იმუნური პროდუქტების და ვაქცინების იმპორტი განხორციელდა.

ამავე მონაცემების მიხედვით, 2024 წლის 4 თვის მდგომარეობით, იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერია შვეიცარია, რომელზეც მთლიანი იმპორტის 60% მოდის, მას მოსდევს ბელგია 10,3%-ით და თურქეთი - 5%-ით.

უფრო კონკრეტულად, წელს ქვეყანაში შემოსული სისხლის, ვაქცინების და იმუნური შრატების იმპორტიორი ქვეყნების 10-ეული ასე გამოიყურება:

  • შვეიცარია - 21.326 მლნ აშშ დოლარი
  • ბელგია - 3.682 მლნ აშშ დოლარი
  • თურქეთი - 1.658 მლნ აშშ დოლარი
  • საფრანგეთი - 1.443 მლნ აშშ დოლარი
  • სლოვაკეთი - 1.196 მლნ აშშ დოლარი
  • გერმანია - 981.8 ათასი აშშ დოლარი
  • ავსტრია - 964 ათასი აშშ დოლარი
  • გაერთიანებული სამეფო - 781.9 ათასი აშშ დოლარი
  • ინდოეთი - 719.4 ათასი აშშ დოლარი
  • უკრაინა - 597 ათასი აშშ დოლარი

ნინი ქეთელაური