"გაიცა 35.3 მლნ ლარი" - რამდენმა ადამიანმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით

31 მაისის სტატისტიკური მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობამ 1.519 მლნ ადამიანი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

მათივე მონაცემებით, 2024 წლის 31 მაისის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 10 356-მა პირმა, მათზე პენსიის სახით კი გაიცა 35.3 მლნ ლარი.

ამასთან, სააგენტოს ცნობით, საპენსიო აქტივების ღირებულება შეადგენს 5.1 მლრდ ლარს, მათ შორის, დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.1 მლრდ ლარს გადააჭარბა.

რაც შეეხება ტატისტიკურ მონაცემებს პორტფელების მიხედვით, 2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის 31 მაისის ჩათვლით, პორტფელების გაშვებიდან (2023 წლის აგვისტო) დღემდე, ჯამური რეალური (ინფლაციის გათვალისწინებით) ამონაგები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • კონსერვატიული პორტფელი 7.68%
  • დაბალანსებული პორტფელი 9.72%
  • დინამიკური პორტფელი 11.04%

ნინი ქეთელაური