Apple ხმოვან ასისტენტს და ოპერატიულ სისტემას ChatGPT-ის დამატებით განაახლებს

ელექტრონული ტექნიკის მწარმოებელი კომპანია Apple, ხმოვანი ასისტენტისა და ოპერაციული სისტემის განახლებას გეგმავს. ამ მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ChatGPT-ის დამატება იქნება - ამის შესახებ ორშაბათს, დეველოპერების ყოველწლიურ ღონისძიებაზე განაცხადეს.

ღონისძიებაზე ითქვა, რომ ეს იქნება ახალი AI სისტემის ნაწილი, სახელწოდებით "Apple Intelligence", რომელიც Apple მოწყობილობების გამოყენების გასაადვილებლად შექიმნა.

ახალი განახლებები iPhone-ისა და Mac-ის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს წვდომა მიიღონ ChatGPT-ზე ~, OpenAI-სთან პარტნიორობით. ChatGPT ასევე გააძლიერებს სხვა ინსტრუმენტებსმ ისეთებს როგორიცაა ტექსტის გენერაცია და ელ.ფოსტის დახმარება. ოფიციალური განცხადებით, სატესტო ვერსია ხელმისაწვდომი შემოდგომაზე იქნება.

Apple-მა კონკურენტების მხრიდან ზეწოლა ამ მიმართულებით უკვე დიდიხანია იგრძნო, მისმა კონკურენტებმა ხელოვნური ინტელექტის დანერგვა აქტიურად დაიწყეს. Apple იყო მსოფლიოში ყველაზე ღირებული კომპანია მანამ, სანამ მაიკროსოფტი გადაასწრებდა(იანვარში). ხოლო Nvidia-მ Apple-ს ივნისის დასაწყისში კვლავ აჯობა.

ბენ ვუდმა(CCS Insight-ის მთავარი ანალიტიკოსი) აღნიშნა, რომ ეს ნაბიჭი ინვესტორებს რაღაც მხრივ დაამშვიდებს, თუმცა არც ის გამორიცხა, რომ შესაძლოა, ბევრ პრობლემას დაუდოს სათავე. მან ისიც განმარტა, რომ Apple აღიარებს, Siri-ს შეზღუდვებს და ChatGPT-ის დახმარება სჭირდება, რადგან მას არ შეუძლია ეფექტურად დაეხმაროს მომხმარებლებს.

შეგახსენებთ, რომ Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა 2023 წელს განაცხადა, რომ კომპანია AI ტექნოლოგიების მიმართ ფრთხილი იქნება.

თორნიკე მაისაშვილი