ჩინური ავტომობილების იმპორტზე ტარიფები შესაძლოა, ევროკავშირმაც დააწესოს

ევროკავშირი (EU) ჩინეთიდან ელექტრომობილების (EV) იმპორტზე ტარიფების შესახებ , სავარაუდოდ ამ კვირაში გამოაცხადებს. ამან შესაძლოა ზაფხულში პეკინთან სავაჭრო კონფლიქტი გამოიწვიოს - ამის შესახებ ინფორმაციას theguardian ავრცელებს.

ევროკავშირი ჩინეთის მიერ მისი მანქანების წარმოებისთვის გამოყოფილ, სახელმწიფო სუბსიდიების საკითხს დიდი ხანი იძიებდა. სავარაუდოდ, გამოძიებამ დაასკვნა, რომ ჩინეთი ძლიერ უჭერს მხარს ელექტრომომარაგების სექტორს. ჩინელი მწარმოებლები კი ახალი იმპორტისთვის ემზადებიან.

ექსპერტები თვლიან, რომ ჩინეთი ევროკავშირის ექსპორტზე, როგორიცაა კონიაკი და რძის პროდუქტები საკუთარი ტარიფებით უპასუხებს. გასულ თვეში პარიზში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ევროკავშირი თავის ინდუსტრიებს და სამუშაო ადგილებს დაიცავს.

გამოძიება, რომელიც გასულ ოქტომბერში დაიწყო, იკვლევს, ყიდის თუ არა ჩინეთი ევროკავშირში უფრო იაფ ელექტრომობილებს, ძალიან დიდი წარმოებისა და შიდა მოთხოვნის სიმცირის გამო.

ევროკავშირი ასევე იძიებს ჩინეთის სხვა სახელმწიფო დახმარებას ისეთ სექტორებში, როგორიცაა მზის პანელები, სითბოს ტუმბოები და ქარის ტურბინები, რომლებიც, სავარაუდოდ, ევროკავშირის პროდუქტებთან შედარებით გაცილებით დაბალ ფასებში იყიდება.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ ჩინეთი ამ ტარიფებს გამოწვევად აღიქვამს. მათ მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტი სი გააგრძელებს ჩინეთს დომინირებს გლობალურ მწვანე ტექნოლოგიების სექტორში, მათ შორის ელექტრომობილებსა და მზის პანელებზე.

თუ ოთხშაბათს ევროკავშირის გამოძიება დაასკვნის, რომ ჩინელ ავტომწარმოებლებს აქვთ უსამართლო უპირატესობა, ჩინეთს ოფიციალურად ეცნობება ტარიფების შესახებ. შემდეგ პეკინს ექნება ოთხი კვირა, რათა წარადგინოს მტკიცებულებები ევროკავშირის დასკვნის წინააღმდეგ.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ტარიფების დამტკიცება გამოძიების დაწყებიდან 13 თვის შემდეგ(ნოემბერში) მოუწევთ.

Rhodium Group-ის საკონსულტაციო კომპანია ელოდება, რომ ტარიფები იქნება 15%-30%-ის ფარგლებში. მსხვილმა კომპანიებმა, როგორიცაა BYD, შესაძლოა მაინც მიიღონ კარგი მოგება ტარიფების მიუხედავად, მაგრამ უფრო მაღალმა ტარიფებმა 40-50%-ით შესაძლოა ევროკავშირის ბაზარი ნაკლებად მიმზიდველი გახადოს ჩინეთის ელექტრომობილების ექსპორტიორებისთვის.

ამ კვირის დასაწყისში, ჩინეთის ვაჭრობის მინისტრმა ვანგ ვენტაომ ესპანეთსა და პორტუგალიაში მოგზაურობისას განაცხადა, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობა ორივე მხარეს სარგებელს მოუტანს. მან ევროკავშირს მოუწოდა, თავიდან აიცილონ პროტექციონიზმი და ერთად იმუშაონ დიალოგის გზით.

დასავლეთის მთავრობებს მიაჩნიათ, რომ ჩინეთს შეუძლია შეცვალოს თავისი სტრატეგია და სამართლიანი კონკურენცია უზრუნველყოს, იგი არ უნდა დომინირებდეს სამომავლო სუფთა ენერგიისა და ტექნოლოგიების ბაზრებზე. მათ გადაწყვეტილი აქვთ ჩინეთზე დამოკიდებულება, ისევე აიცილონ თავიდან, როგორც ევროკავშირის დამოკიდებულება რუსულ გაზზე.

თორნიკე მაისაშვილი