„სახელმწიფომ აჩვენა, რომ შეუძლია სეისმომედეგობა შეამოწმოს, მაგრამ ჩვეულებრივ, სტანდარტულ ექსპლუატაციაში მიღების წესში ამ კრიტერიუმს არ ამოწმებს“

ქეისებში, რომელიც განიხილა მერიამ, დევს ესეთი დასკვნები, სადაც სახელმწიფომ აჩვენა, რომ შეუძლია სეისმომედეგობა შეამოწმოს, მაგრამ ჩვეულებრივ, სტანდარტულ ექსპლუატაციაში მიღების წესში, ამ კრიტერიუმს არ ამოწმებს, რაც საკმაოდ უცნაურია - ამის შესახებ სამშენებლო სამართლის სპეციალისტმა, უჩა ზაქაშვილმა „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.

მისი თქმით, ის, რომ საქართველოს ნამდვილად შეუძლია ამ კომპონენტის შემოწმება კარგად გამოჩნდა 2021-2023 წლის ამნისტიებშიც. სპეციალისტის განცხადებით, საკითხი - მიღებულია თუ არა შენობა ექსპლოატაციაში ხშირად უიდვა-გაყიდვის პროცესში ყურადღებსის მიღმა რჩება, რაც ნეგატიურ პროცესებს კიდევ უფრო ახალისებს.

„ეს მარტო თბილისის პრობლემა არ არის, იგი ბათუმისთვისაც ძალიან აქტუალურია. იქაც უამრავი მრავალსართულიანი და საფრთხისშემცველი მშენებლობაა. შესაძლოა, ადამიანური რესურსი იყოს პრობლემა, თუმცა ძირითადად პრობლემას ქმნის ის ფაქტორი, რომ ექსპლოატაციაში მიუღებელი ობიექტები თავისუფალ მიმოქცევაში/სამოქალაქო ბრუნვაში არიან. მაგალითად იპოთეკების დროს არანაირ ყურადღებას არ აქცევენ ეს შენობა მიებულია თუ არა ექსპლუატაციაში. მის საბაზრო ფასს არ განსაზღვრავს სახელმწიფო კონტროლი გავლილი აქვს თუ არა, რაც საბოლოო ჯამში იწვევს ისეთი პროცესების წახალისებას, რომ შესაბამის ორგანოებს არცკი მიმართონ შემოწმების მიზნით“ - განაცხადა უჩა ზაქაშვილმა.

თორნიკე მაისაშვილი