რა უნდა გაითვალისწინოთ ნივთების გამოწერისას

„რა შევუკვეთე - რა მივიღე“ - ხშირად ნივთის გამოწერა გარკვეულ რისკებს უკავშირდება, წინასწარ უცნობია, პროდუქცია მოლოდინს გაამართლებს თუ არა. ამ მხრივ, არც უკმაყოფილო მომხმარებლების რაოდენობაა მცირე.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო მოქალაქეებს კონკრეტულ რჩევებს სთავაზობს.

კერძოდ, სააგენტოს რეკომენდაციაა, რომ თუ არ იცით, როგორ მიიღოთ ზუსტად ის ნივთი, რაც შეუკვეთეთ, შეძენამდე უნდა გადაამოწმოთ:

  • მოვაჭრის სახელი
  • საიდენტიფიკაციო ნომერი
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • წესები და პირობები
  • შემოთავაზებული ფასი
  • მიწოდების, დაბრუნების და საგარანტიო პირობები
  • შეამოწმე შეკვეთა კურიერის თანდასწრებით და დარწმუნდი, რომ ნივთს არ აქვს ვიზუალური ნაკლი

ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, პრობლემის შესახებ კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს უნდა აცნობოთ (15 20).

ნინი ქეთელაური