საქართველოში ცოცხალი ფუტკრის იმპორტი 91%-ით გაიზარდა - სად ვყიდულობთ

საქართველოში ცოცხალი ფუტკრის იმპორტი 91%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, თუ 2023 წლის ოთხ თვეში ქვეყანამ 60.44 ათასი დოლარის ცოცხალი ფუტკარი იყიდა, წელს იანვარ-აპრილში ამ მაჩვენებელმა 115.46 ათასი დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ როგორც წელს, ასევე შარშანაც ცოცხალი ფუტკრის იმპორტი მთლიანად თურქეთიდან განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ ფუტკრების დიდი ნაწილი მარტში შემოვიდა - 105.74 ათასი დოლარის ღირებულების. ამ ყველაფერს კი წინ უსწრებდა სოფლებში, კერძოდ კი ზემო რაჭაში ფუტკრების დახოცვის ფაქტები. შესაბამისად, გამორიცხული არ არის, რომ ქვეყანაში ცოცხალი ფუტკრის იმპორტის ზრდა სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.

იხილეთ ასევე:

რატომ იხოცებიან ფუტკრები რაჭაში - ასოციაციის განმარტება