გლდანის I მიკრორაიონის N19-19 ა კორპუსებთან სკვერის მოწყობა დაიწყო

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ I მიკრორაიონის N19 - 19 ა კორპუსებთან სკვერი ეწყობა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„ჯამში, სკვერის მოწყობის სამუშაოები 1 300 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განხორციელდება. ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, ფიტნეს ზონა. დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ადგილზე განხორციელდება გამწვანების სამუშაოები - დაითესება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.

აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 343 934 ლარი დაიხარჯება.

მიმდინარე პროცესს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ ბესიკ კალაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.