აშშ-ს გადაწყვეტილებებმა შესაძლოა, გავლენა მოახდინოს დოლარის, როგორც მსოფლიოს მთავარი ვალუტის პოზიციაზე

შეერთებული შტატები აზიანებს დოლარის, როგორც მსოფლიოს მთავარი ვალუტის პოზიციას. აშშ უფრო ხშირად იყენებს სანქციებს, როგორც საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტს და ზრდის თავის ვალს, აიძულებს სხვა ქვეყნებს გადაიხადონ მისი ხარჯები - ამის შესახებ The Economic TImes-ის განცხადებაშია საუბარი.

ბოლო სამი კვირის განმავლობაში ფინანსურმა ექსპერტებმა და ინვესტორებმა აზიასა და აშშ-ში თავიანთი შეშფოთება ღიად გამოხატეს. ისინი შეწუხებულნი არიან აშშ-ს ქმედებებით, მაგრამ ვერ პოულობენ დოლარის უკეთეს ალტერნატივას.

დოლარი მტკიცე პოზიციას აშშ-ს დემოკრატიული პრინციპების, დიდი ეკონომიკის, ძლიერი ბაზრებისა და ინსტიტუტების გამო ინარჩუნებს.

აზიელი ინვესტორები ღელავენ აშშ-ს ინსტიტუტების გადაწყვეტილებების გამო. ფედერალური სარეზერვო უფლებამოსილების შესუსტებამ შეიძლება დააზიანოს დოლარის სანდოობა, რამაც შესაძლოა მისი ღირებულების მნიშვნელოვანი ვარდნა გამოიწვიოს. ფინანსური სერვისების მაღალჩინოსანმა თქვა, რომ კლიენტები შეშფოთებულნი არიან იმის გამო, რომ აშშ და დასავლეთის ფინანსური პოლიტიკა ასუსტებს დოლარს და ზოგადად ფინანსურ სისტემას. მათთვის სანქციების მზარდი რაოდენობა შემაშფოთებელია.

დასავლეთმა განიხილა უკრაინის გამო გაყინული რუსული აქტივების(300 მილიარდი დოლარის) ჩამორთმევა. აღმასრულებელი ხელისუფლების თქმით, ეს ნაბიჯი ძირს უთხრის აშშ-ს, როგორც უსაფრთხო თავშესაფრის სტატუსს.

სახაზინო დეპარტამენტის მიმოხილვამ ხაზი გაუსვა სანქციების გამოყენების მნიშვნელოვან ზრდას. ზოგიერთი ამერიკელი მოკავშირე უკვე ამცირებს დოლარის გამოყენებას.

ამას ემატება ისიც, რომ აზიაში მცხოვრები ინვესტორები ყურადღებით ადევნებს თვალს აშშ-ის მთავრობის საქმეს TikTok-ის წინააღმდეგ. მათ სურთ დაინახონ, არის თუ არა რეალური მტკიცებულება იმისა, რომ აპლიკაცია ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საკითხი აშშ-ს სამართლებრივ სისტემაში სისუსტეებს კიდევ უფრო ცხადად წარმოაჩენს.

თორნიკე მაისაშვილი