ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი ОДКБ-ს დატოვებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (ОДКБ) გამოვა. ამის შესახებ მან პარლამენტში დეპუტატებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში საუბრის დროს განაცხადა.

„დამნაშავეები ისინი არიან, ვინც მოჩვენებითი ალიანსი შეკრეს, რომლის წევრებმაც გადაწყვიტეს არა ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულება, არამედ წავიდნენ და აზერბაიჯანთან ჩვენს წინააღმდეგ ომი დაგეგმეს…

გამოვალთ [ОДКБ-დან], ამით გვაშინებთ? გავაკეთებთ ამას, ჩვენ გადავწყვეტთ როდის გამოვალთ.

ნამდვილი სომხეთისკენ გზაზე ვართ და თითქმის უკვე მივედით - სუვერენული, მშვიდობიანი სახელმწიფოსკენ დემარკირული საზღვრებით. არ შევტრიალდებით, უბრალოდ არ ვამბობთ, რომ უცბად არ გაგიფუჭდეთ ხასიათი“, - განაცხადა ფაშინიანმა ოპოზიციონერ დეპუტატთან საუბრის დროს.

კითხვაზე, თუ რა მდგომარეობაში იქნებოდა სომხეთი და მთიანი ყარაბაღი იმ შემთხვევაში თუ ფაშინიანი არ იქნებოდა პრემიერ-მინისტრი, მან უპასუხა: „კი, ეს კითხვა დამისვამს. გეტყვით, რა მოხდებოდა - იგივე რამ იქნებოდა იმ ერთი სხვაობით, რომ სომხეთი გუბერნია იქნებოდა, ასი პროცენტით“.