შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასს ახალი გენერალური მენეჯერი ჰყავს

დებრა სივერტსენი, მისმა წინამორბედმა ივა ტრიფონოვმა ფართო საზოგადოებას, 12 ივნისს წარუდგინა. დებრას კარიერული მიმოხილვა მოიცავს სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის 25-წლიან გამოცდილებას. დებრა შერატონს Movenpick Hotels and Resorts-დან უერთდება. ის, 2021 წლიდან ხელმძღვანელობდა - Movenpick Ambassador Hotel Accra Ghana, Ibis Styles Accra Ghana, Movenpick Windhoek Namibia და Mercure Hotel Windhoek Namibia გუნდს, როგორც კლასტერის გენერალური მენეჯერი.

2021 წლამდე დებრას ეკავა სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდების სასტუმროების ხელმძღვანელის პოზიცია. მათ შორის, საქართველოში Radisson Blu Iveria-ს და Radisson ბათუმის გენერალური მენეჯერი.

შედეგების მიღწევებითა და თანამშრომელთა განვითარების ზრდის მაჩვენებლით, 2023 წელს დებრა დაჯილდოვდა საუკეთესო გენერალური მენეჯერის ტიტულით, აფრიკაში, 5-ვარსკვლავიან სასტუმროებს შორის. მინიჭებული აქვს სტუმარმასპინძლობის ჯილდო - აფრიკა, 2023 წელი.

დებრამ დაამთავრა კეიპთაუნის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, დიპლომით ადამიანური რესურსების მენეჯმენტსა და ინდუსტრიულ ფსიქოლოგიაში.

დებრა სივერტსენი, შერატონს ოფიციალურად 10 ივლისიდან შეურთდება.

ღონისძიებას საქართველოში არსებული დიპლომატები, ელჩები, სასტუმრო წარმომადგენლები და პარტნიორი კომპანიები ესწრებოდნენ. საღამოს მთავარი პარტნიორი, LVMH (Louis Vuitton Moet Hennessy) კორპორაციის ნაწილი, მსოფლიოში ცნობილი ფრანგული შამპანურის ბრენდი MOET&CHANDON გახლდათ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვან დღეს, MOET&CHANDON-თან კოლაბორაცია, ჩვენი ბრენდების Sheraton-ისა და MOET&CHANDON-ის თანხვედრამ განაპირობა. ვფიქრობ, რომ სასიამოვნო საღამო გამოვიდა ყველა სტუმრისთვის. მოხარულები ვართ, რომ მთელი ზაფხულის, მზიანი სეზონის მანძილზე MOET&CHANDON-ი ჩვენი აუზის პარტნიორი იქნება. თანამშრომლობის ფარგლებში ზაფხულის სეზონის განმავლობაში, შერატონის, პაუზა სპა, ღია აუზზე შემოგთავაზებთ, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს, სპეციალურ მენიუს, MOET&CHANDON-ის სივრცესა და სხვა აქტივობებს“, - განაცხადა შერატონის მარკეტინგისა და კომუნიკაციის მენეჯერმა მარიამ ფოფხაძემ.

(R)