2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8.419 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.3 პროცენტით ნაკლებია - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მონაცემებში.
აქედან, ექსპორტი 2.274 მლრდ აშშ დოლარი იყო (შემცირდა 9.2 პროცენტით), ხოლო იმპორტი 6.145 მლრდ აშშ დოლარი (გაიზარდა 0.5 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-მაისში 3.872 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.0 პროცენტია.